"ევროპული საქართველო" რომ მიტინგის არ უერთდება, ამით არავის არაფერ დააკლდება" - გვარამია

"ევროპული საქართველო" რომ მიტინგის ორგანიზატორი არაა, ამით არც მიტინგს აკლდება დიდად რამე და არც "ევროპულ საქართველოს", - აცხადებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, "ისედაც ვიცით, რომ "ევროპული საქართველო" უფრო კაბინეტური სტილის პარტიაა. რამდენად სწორი ტაქტიკაა, უფრო მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენთვის".

მთავარი სტრატეგიული ერთობაა: ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები და ეს ერთობა კვლავაც შენარჩუნებულია”, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" 2 დეკემბერს ქუჩაში გადის. მიხეილ სააკაშვილი დაუმორჩილებლობას ითხოვს.