საზოგადოების გარკვეული ნაწილის და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდნეტის არჩევნებში ქართველმა ამომრჩევლებმა ხახვისა და კარტოფილის სანაცვლოდ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირეს, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ეხმაურება:
“ხახვი და კარტოფილიო მესმის ეს დღეები… ხახვით და კარტოფილით მოიგესო ერთი მხარე ედავება მეორეს და ნაწყენია თვითონ. არადა, იქნებ ზუსტად იმიტომ წააგო ამ მეორე პოლიტიკურმა ძალამ რომ იმ ხალხის მთავრობაში მოსვლა მოინდომა ვინც თვითონვე ხახვით და კარტოფილით მოსყიდვით პრეზიდენტის ამრჩევი გონია…,” – წერს რაზმაძე.