"სააკაშვილი უნდა დაამშვიდონ, დააოკონ და მოაშორონ ტელეეკრანებს" - პაატა ზაქარეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" თავისი ძალების დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ უნდა დაწყნარდნენ და სამუშაო რეჟიმში გადავიდნენ. დღეს მათ წინაშე ორი ამოცანაა, გაანეიტრალონ სააკაშვილი და ახალი ქარიზმატული ლიდერი ეძებონ" - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

"არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩემი პროგნოზი იყო, რომ 52% სალომე ზურაბიშვილისთვის სახიფათო ზღვარია და კარგი იქნებოდა გარანტირებული 58% მიეღო. ასეც მოხდა. როგორც ყველა წინა არჩევნები, ეს არჩევნებიც ხელისუფლებამ მშვიდობიანად ჩაატარა, მაქსიმალურად ცდილობდა დაეცვა დემოკრატიის სტანდარტები. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პროცესმა აგრესიულ ფონზე ჩაიარა, არჩევნების დღეს გამოხატული იყო მოსახლეობის ნება-სურვილი და ეს აისახა არჩევნების შეეგებზეც.

არჩევნები, საინტერსო იყო თავად "ოცნების" პრაქტიკშიც, რადგან ყველა არჩევნების წინ დარწმუნებულები იყვნენ, რომ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ამ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეშინდნენ და აშკარად პანიკაში ჩავრადნილმა ხელისუფლებამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. არჩევნების მკაფიო გამოხატულება იყო ხალხის მობილიზება, რომელმაც ხმა არა "ქართულ ოცნებას" არამედ არა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა.

ეს არჩევნები "ოცნებისთვის" იყო გამოწვევა. მათ კარგად უნდა გაიაზრონ, რა საფრთხე შეიძლება შეექმნათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ "ოცნება" დაიშლება, მაგრამ მასში უნდა დარჩეს ჯანსაღი ნაწილი, შემოიერთონ ისეთი პოლიტიკოსები, რომელებსაც არ შეეშინდებათ დარტყმების. არ შეეშინდებათ "ნაციონალური მოძრაობის" და "რუსთავი 2"-ის, ბოლო პერიოდში მათ დღის წესრიგს რომ ადგენდა.

მიაფურთხონ "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "რუსთავი 2"-ში მათზე გასულ სიუჟეტებსაც და საქმის კეთება დაიწყონ.

"რეზონანსი": "ნაცმოძრაობა" თავს დამარცხებულად არ თვლის, არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.

პაატა ზაქარეიშვილი: მართალია "ნაცმოძრაობა" საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით შეგულიანებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნვს, რომ წვიმაში გამოსვლას აპირებს. ამჯერად გამოვა მხოლოდ აქტივი და არა საზოგადოება, ამიტომ მღელვარებამ შეიძლება ერთი კვირა გასტანოს. თავადაც კარგად იციან, რომ არეულობა არ ჭირდებათ, მაგრამ აინტერესებთ, რა ძალები გააჩნიათ და თავისი ძალების დემონატირრებას ახდენენ. უნდა დაწყნარდნენ, გადავიდნენ სამუშაო რეჟიმში და საპრალმენტო არჩვნებისთვის მოემზადონ. გახდნენ კულტურულები, დავარცხნილები და საზოგადოებას დაანახონ, რომ აღარ არიან ხულიგანი "ნაციონალები", ვადამელი საპარლამენტო არჩევნების მოხოვნაც საზოგადოების გაღიზიანებას გამოიწვევს. დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" ორი ამოცანა აქვს, გაანეიტრალოს სააკაშვილი და ახალი ქარიზმატული ლიდერი ეძებოს.

"": ამ სცენარს რამდენად დათანხმდება სააკაშვილი?

პ.ზ: სააკაშვილი სხვა პლანტაზე ცხოვრობს და საერთად არ იცის აქ რა რეალობაა, ამიტომ უნდა დაამშვიდონ, დააოკონ და მოაშორონ ტელეეკრანებს, თუ უნდათ გიჟის ხალათი ჩააცვან და ხელები გაუკავონ. სააკაშვილს უარი უთხრა უკრაინამ და მერამდენედ უკვე საქართველომ, მას მეტი შანსი აღარ აქვს. ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილისგან თუ გათავისუფლდება და ახალ ქარიზმატულ ლიდერს იპოვის, მისი წარმატებისთვის უფრო აჯობებს. რა თქმა უნდა, ვერც ვაშაძე იქნება ლიდერი, შეიძლება სიმბოლურ ფიგურად აქციონ.