საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ალისას, „საოცრებათა ქვეყანაში" ცხოვრება მოუწევს, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.
„საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, როგორც „ალისას საოცრებათა ქვეყანაში" ცხოვრება მოუწევს - ერთი მხრივ, ოკუპანტების დაგმობა და მეორე მხრივ, მათთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვა. ეს 40-იანი წლების პარიზს ჰგავს, სადაც კოლაბორაციონიზმს ჰქონდა ადგილი. თუმცა ეს თემა ახლოა სალომე ზურაბიშვილისთვის", - ამბობს ის.