"არავითარ რევოლუციას, არეულობას და დაპირისპირებას არ ვაპირებთ"

არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კვირას დაგეგმილ დაგეგმილ აქციასთან დაკავშრებით.

"ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ, რომ ჯერჯერობით რისი გაუქმებაც ვერ მოასწრო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, არის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, სრული კონსტიტუციური უფლება გვაქვს შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ვთვლით.

რაც შეეხება იმ ადამიანს, თავის თავს საქართველოს პრემიერმინისტრს რომ ეძახის, ჯობია საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას მიხედოს, ლარის ვარდნა შეაჩეროს და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უზრუნველყოს ისე, რომ სიღარიბეში არ ჩაიხრჩოს ეს ქვეყანა და არ დაიცალოს საერთოდ მოსახლეობისგან", - განაცხადა ვაშაძემ.