შესაძლებელია,

შესაძლებელია, "ოცნებისთვის" უმჯობესი იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან რაც დრო გავა, მეტ მხარდამჭერს დაკარგავს

შესაძლებელია, რომ ხელისუფლებისთვის, უმჯობესი იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ახლა ჩატარება, რადგან რაც დრო გავა, უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციონალისტმა კონსტანტინე ჩოკორაიამ განუცხადა. მისი თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა, პარლამენტი არ ასახავს მოსახლეობის ნებას.

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არის პოლიტიკური მოთხოვნა და ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება, რომ ეს მოითხოვოს. ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ქვეყანაში საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური ძალების მიმართ განსხვავებულია იმისგან, რაც არის პარლამენტის წარმომადგენლობაში ასახული. დღეს „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა, საქართველოს პარლამენტი არ ასახავს მოსახლეობის ნებას. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არჩევნების პირველი ტურის შედეგები. პირველი ტური ნათელი მაგალითია იმისა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში არ აქვს არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ 40%-იანი მხარდაჭერაც კი. არ შეიძლება ასეთი კონფიგურაციის პარლამენტი არსებობდეს. ეს წარმოშობს მთელ რიგ პრობლემებს იმიტომ, რომ რეალურად ეს ძალაუფლების მითვისებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და ასე ჩატარდეს არჩევნები. შესაძლებელია, რომ ხელისუფლებისთვის, უმჯობესი იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ახლა ჩატარება, რადგან რაც დრო გავა, უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს. „ქართული ოცნება“ მისი მმართველობის მეორე ციკლს ამთავრებს უკვე და მისი რეიტინგი დაბლა დაწევისკენ მიდის,“ - განაცხადა კონსტანტინე ჩოკორაიამ.