ახლად არჩეული, დიდი უპირატესობით გამარჯვებული პრეზიდენტი მილოცვებს იღებს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვადან, უკრაინიდან, ეს მხოლოდ გუშინ და საჯაროდ, ვიცი რომ პირადად უკავშირდებიან და ულოცავენ წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები. დასავლური მედიის ინტერესი ძალიან მაღალია და უკვე შედგა რამდენიმე ინტერვიუ ბეჭდურ გამოცემებსა თუ ტელევიზიებში.
მას ცნობენ და აღიქვავენ როგორც წონიან პოლიტიკოსს, ქალბატონი სალომეს მოსაზრებები აინტერესებთ გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე და იმ გამოწვევებზე რომელიც უდგას მსოფლიო წესრიგს.
ვხვდებით პოზიტიურ შეფასებებსა და მოლოდინებს, როგორც ევროპელი, გამოცდილი დიპლომატის და პირველი ქალი პრეზიდენტის მიმართ.
ამასთან, ყველაზე მთავარი ის არის, რომ მას აქვს ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია.
რას ვხედავთ პარალელურად?
მიშა, მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა, მეგი გოცირიძე, ელისო კილაძე და ძმები ბერძენიშვილები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და დაუმორჩილებლობას აცხადებენ!