დავითაშვილი: ამ უნიათო მთავრობის იმედზე კარგი არაფერი დაგვემართება

დავითაშვილი: ამ უნიათო მთავრობის იმედზე კარგი არაფერი დაგვემართება

კობა დავითაშვილი არჩევნების შემდგომ ვითარებას აფასებს:

"ფილარმონიის გუშნდელი შეკრებისას მე დავრწმუნდი:

1) სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის ფარული ჩანაწერი რეალური იყო, რადგან ამ ჩანაწერში გაჟღერებული გეგმა დღეს ღიად გაცხადდა;

2) მიჰა სააკაშვილი მხდალია, რადგან თავის მომხრეებს მოუწოდებს თავდადებისაკენ, თვითონ კი მათი მოწოდება ჩამოსვლისაკენ ,,ვერ გაიგო" და წაუყრუა

3) ხალხმა არჩევნებზე მისცა ბოლო შანსი ქართულ ოცნებას, დასაჯოს ნაცების კრიმინალური ბანდა. ოცნება ამ დავალებას თუ არ შეასრულებს, ხელისუფლებას დატოვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე!

4) სასწრაფოდ უნდა გავერთიანდეთ იმ საერთო ეროვნულ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას 2020 წელს!

ვინც ეთანხმებით, გთხოვთ, შევიკრიბოთ და დავიწყოთ კონკრეტული ქმედებები, რადგან ამ უნიათო მთავრობის მოიმედეობა კარგს არაფერს გვიქადის!" - წერს დავითაშვილი.