"მინდა 9 წლის დავიწყება, მაგრამ სააკაშვილი ყოველდღე თავზე მადგას და არ მავიწყებს" - ხორგუანი

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაში ხალხს წინა ხელისუფლების მმართველობის 9 წლის დავიწყებას სთხოვდა და უცებ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამ ყველაფრის გახსენება მოსთხოვა. მისივე თქმით, „იმ 9 წლის“ დავიწყების საშუალება არც სააკაშვილმა მისცა,

„ყოველდღე ეთერშია, ყოველდღე თავზე მადგას  - ხან ადეიშვილს მახსენებს, ხან იმ ბიზნესმენებს, ვისაც გაუსწორდა. საერთოდ არ მახსოვდა აკაკი ჩხაიძის, იუზა ცარციძის ისტორია. თვითონ გამახსენა“, - განაცხადა ხორგუანმა "იმედის" ეთერში.