გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, – ამის შესახებ განცხადება “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძის განცხადებას ფილარმონიაში შეკრებილი მხარდამჭერების ოვაციები მოჰყვა.
ვაშაძის თქმით, არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.
არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ მის შედეგებს, – განაცხადა ვაშაძემ.