ანა გომეში:  ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს, ამიტომ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა

ანა გომეში: ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს, ამიტომ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა

სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ანა გომეში „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

„მიუხედავად ხისტი რიტორიკისა, რომელიც ყველას მიერ იყო გამოყენებული და მმართველი პარტიისა და მისი ოლიგარქი ლიდერის არადემოკრატიული მეთოდებისა, მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის, ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდათ. სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს“, – წერს ევროპარლამენტარი.