მამა პეტრე კოლხი ფეისბუქზე არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებას ეხმაურება:
"ყველაფერზე მეტად ის მახარებს, რომ საზოგადოებრივი აზროვნება ეტაპობრივად ვითარდება. მოსახლეობა წყენასა და გაბრაზებაზე მაღლა დადგა. გულისწყრომის მიუხედავად საკუთარი პოზიციები დააფიქსირა.
ხელისუფლებას კი ყოველთვის არ მიეცემა შანსი, გულწრფელი ადამიანების არჩევანი ისევ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს. დიდი ძალისხმევა მართებს მთავრობის წარმომადგენლებს, რომ თითქმის ერთი წლის მანძილზე, ყველა დაშვებული შეცდომა გამოასწორონ და მომდევნო არჩევნებს არ შეეწირონ!", - წერს პეტრე კოლხი.