საპრეზიდენტი არჩევნების შედეგებს ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება.
”ნაცებზე მორიგი გამარჯვების დილა წესით მადლობით უნდა დავიწყოთ.
მადლობა ყველა ანტიფაშისტს!
მადლობა ვინც ოცნებაზე გაბრაზებულია და ამის მიუხედავად შემოხაზა 48!
მადლობა ინაშვილს და პატრიოტებს!
მადლობა ჩვენს ვეტერანებს, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ხელისუფლებისგან მუდამდავიწყებულ გმირებს, საქართველოს უხილავ ჯაჭვის პერანგს!
მადლობა საქართველოს მთას, თუშფშავხევსურეთს, ერწოთიანეთს, გუდამაყარს, მთიულეთს, ხევს, დვალეთს, რაჭალეჩხუმსვანეთს ნიადამ, ხოჩადრო რომ სინათლის მხარეს დგანან
მადლობა აჭარას და სამეგრელოს, კახეთს და ქართლს, ჯავახეთს და გურიას, იმერეთს და სამცხეს…
მადლობა იმ ადამიანებს, ვინც 2012-მდე ებრძოდა, დღესაც ებრძვის და ხვალაც იბრძოლებს სააკაშვილის ფაშიზმთან!
მადლობა იმ კაცებს და ქალებს ვინც სიცივეში იცავდა დემოკრატიას და იცოდა, რომ მეორე დღეს მათ ამაგს არავინ დააფასებდა!
მადლობა ოცნების “ძველი გვარდიის” სუფთა და გულანთებულ მებრძოლებს!
მადლობა ახალგაზრდობას!
მადლობა ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ ძმებს!
მადლობა ყველას, ვინც ფეხზე არ დაიკიდა საკუთარი მომავალი და ქვეყანა”, – წერს გიორგი უძილაური.