არ შევალ ავლაბრის რეზიდენციაში – ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა – ზურაბიშვილი

არ შევალ ავლაბრის რეზიდენციაში – ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა – ზურაბიშვილი

”სხვა რამეებს მაგონებს, ეს მასშტაბური შენობა – ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა”, – ეს კომენტარი არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

“არ შევალ ავლაბრის რეზიდენციაში. ორბელიანის სასახლე ჩემთვის სრულიად მისაღებია. ჩვენ გვინდა ევროპულობა. ის ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა. სხვა რამეებს მაგონებს, ეს მასშტაბური შენობა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.