ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, რომელთაც პრეზიდენტის არჩევნებში მხარი სალომე ზურაბიშვილის დაუჭირეს კარტოფილსა და ხახვზე გაყიდულებს უწოდებს. გთავაზობთ ნანუკა ჟორჟოლიანმა “ფეისბუქ” პოსტს.
Salome Zourabichvili –გილოცავთ ხახვებით, კარტოფილით, 15 ლარით და ძველი ბიჭებით მოგებულ არჩევნებს”
“ქვეყანა კოტრდება მიზანმიმართულად და მხოლოდ იმიტომ რომ მოქალაქის ფასი, დავიდეს კარტოფილამდე და ხახვამდე. ესაა რეალობა. 2020 ში რა შეიცვლება? 1 წელიწადში და ერთ თვეში ხალხის მორალური ჯებირი ამაღლდება, თუ სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება გაიზრდება? დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. 2020 -ში ან, ვარიგებთ მეტ კარტოფილს, (ანუ ახალი ფულიანი ბიძა გვინდა) ან, გამოვდივართ ქუჩაში.
მესამე ძალას ვინც ელოდებით დროა თეთრი ზეწრებით მოიხვიოთ და მერვე სართულიდან გადმოხტეთ,” – წერს ჟორჟოლიანი.
“ტაბულა” -ს გენერალურ დირექტორს, თამარ ჩერგოლეიშვილის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მიმართ საწინააღმდეგო დამოკიდებული აქვს:
“არ უნდა დაგვავიწყდეს ეს, როდესაც იმ ადამიანებს, ვინც დღეს ხმა ივანიშვილს მისცა, კარტოფილებად, უსახელგვაროებად და არარაობებად მოვისხსენიებთ.
ივანიშვილის დამარცხება თუ გვინდა, ხვალ მაგ ხალხმაც უნდა დაგვიჭიროს მხარი” , – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქზე”.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა.
ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1147627 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 780633.