დიმიტრი პესკოვი – თბილისისგან რუსეთთან ურთიერთობების პერსპექტივის შეფასებას ველოდებით

დიმიტრი პესკოვი – თბილისისგან რუსეთთან ურთიერთობების პერსპექტივის შეფასებას ველოდებით

გვირჩევნია პირველ განცხადებებს დაველოდოთ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივების შეფასებაზე – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებოდით საინფორმაციო შეტყობინებებს, რომელიც საქართველოდან მოდიოდა. ჩვენ გვირჩევნია პირველ განცხადებებს დაველოდოთ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივების შეფასებაზე. რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ხალხი ერთმანეთთან დაახლოებული რჩება, თუმცა სახელმწიფოთაშორისო კავშირებზე ამას ვერ ვიტყვით ცნობილი მოვლენების შემდეგ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.