მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნების შედეგები საშუალებას მოგვცემს შემდგომში განვაგრძოთ მუშაობა რიგ სფეროებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებთ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.