თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ოცნების ოფისში თაიგულით მისულ ხაინდრავას გუშინ ჟურნალისტისთვის უთქვამს, რუსთავი 2-ისთვის და ნაციონალებისთვის ვენოკი შევუკვეთე და ოქრუაშვილი მოგიტანთო.
ვერა გოგაჯან, ვერა. ხომ იცი რა ცუდი გამოცდილება მაქვს ვენოკებზე.
რაც მე შენ ოჯახში პარიზიდან ფული ვაგზავნე 2009-10 წლებში, იმ ფულით იმდენი ყაყაჩოს ვენოკი იყიდეთ შენ და შენმა ბიჭმა, რომ დღემდე იმ გამხმარ ვენოკებს ხარშავთ.