ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამიას შემცვლელს ეძებენ, რომელსაც "ნაციოანალური მოძრაობის " წევრი, ბიზნესმენი და აღნიშნული არხის დამფინანსებელი კობა ნაყოფია კურირებს.
"რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფია გვარამიას შემცვლელს ეძებსო, - წყარომ მითხრა", - წერს დარეჯან მეფარიშვილი.
აღნიშნული სავარაუდოდ პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს უკავშირდება.
კობა ნაყოფია აქტიურად იყო ჩართული გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაშიც, 6 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ის ჰელსინკიში გაემგაზავრა.
ბიზნესმენი და მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია პარტიის ორად გაყოფის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩა. საგულისხმოა, რომ კობა ნაყოფიას სახელი მიხეილ სააკაშვილის ხაზინადარის როლთან ასოცირდება. მის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომზე შექმნილი ფილმის, ასევე, ცნობილი მსახიობის, შერონ სტოუნის საქართველოში სტუმრობის დაფინანსება."არა, თან რომ ეგონათ, რომ ეგზიტპოლს გავაყალბებდი ან საერთოდ არ გამოვაცხადებდი?!
იმენა დიაგნოზია ქოცობა. ამას რომ დაუშვებ და ანუ ამის გამკეთებელი ხარ, ხელისუფლებაში რაღას იზამ, ხომ წარმოგიდგენიათ?!
ოე, შარლატანებო, "რუსთავი 2"- ია ეს, თქვენი ჯიბის "იმედი" კი არა, რომ აწერინებთ საოცარ ციფრებს ან საერთოდ რომ აღარ აცხადებინებთ ეგზიტპოლის შედეგებს. "რუსთავი 2"-ია და ბევრად მეტი ღირს, ვიდრე თქვენ, თქვენი ხელისულფება, თქვენი არჩევნები თავის პრეზიდენტიანად, ან ნებისმიერი პარტია და მისი ინტერესები. რუსთავი 2ია, რომელზეც დგას დღეს ქართული დემოკრატია (თუკი რამე დარჩა მისგან) და აზრთა პლურალიზმი საქართველოში. და თუკი რამეა დასავლური და მაღალი ხარისხის ამ ქვეყანაში, სწორედ ეგ "რუსთავი 2"-ია ", - წერს გვარამია.