სიამოვნებით გადავასახლებდი იმ 42%-ს, რომელმაც ვაშაძეს მისცა ხმა და უცვლელ მთავრობად დავუნიშნავდი “ნაცმოძრაობას” –

სიამოვნებით გადავასახლებდი იმ 42%-ს, რომელმაც ვაშაძეს მისცა ხმა და უცვლელ მთავრობად დავუნიშნავდი “ნაცმოძრაობას” –

"დიდი სიამოვნებით გადავასახლებდი იმ 42%-ს, რომელმაც ვაშაძეს მისცა ხმა, სადმე სახლებით, ქალაქებით და ა.შ. ტერიტორიაზე და დავუნიშნავდი "ნაციონალურ მოძრაობას" უცვლელ მთავრობად თავისი მიშათი, სამუდამოდ!!!", - ამ პოსტს ჟურნალისტი ბაკურ ბაკურაძე სოციალური ქსელის გვერდზე, არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით წერს.

"მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციის შინაგანი ბუნება ადამიანების ტერორი და დაშინებაა (სხვა უფრო მძიმე რამეებს არ დავწერ) და აუცილებლად გააგრძელებდა იგივეს და მინდა საუთარ ტყავზე გამოსცადონ ის, რასაც მხარი დაუჭირეს დღეს!

P.S. ის უკრაინელი პოლიტიკოსი რა დღეშია ამასობაში", - წერს ბაკურ ბაკურაძე.