მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კი, როგორც ჩანს, ასეთ მიდგომას არ იზიარებს.
„უპირველეს ყოვლისა, ჩემი მეუღლისა და ქალიშვილის, ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ. ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნაზე, ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად პოზიციად. ეს რჩება ერთი ადამიანის პირად აზრად. მე რომ ვიზიარებდე, ეს იქნებოდა ამ შტაბისა და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი“, – განაცხადა ვაშაძემ.