ცსკ-ის პირველადი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 57.37% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 42.63%

ცსკ-ის პირველადი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 57.37% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 42.63%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

როგორც ცსკ-ის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, 1179 უბნისა და ორი სპეცუბნის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს აქვს 57.37% (262 826 ხმა), გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს – 42.63% (195 305 ).

მისივე თქმით, აღნიშნული შედეგები შეიცვლება, რადგან უბნების მხოლოდ 32%-ია დათვლილი.