დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია და ამის დამადასტურებელია ეს გამოღლეტილი ხმები, რაც ამ არჩევნებში მან თავის კანდიდატს გამოუწერა“

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია და ამის დამადასტურებელია ეს გამოღლეტილი ხმები, რაც ამ არჩევნებში მან თავის კანდიდატს გამოუწერა“

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ეგზიტპოლის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ბერძენიშვილის თქმით, საქართველოში ასეთი ძლიერი ოპოზიციის კანდიდატი არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებამ კი გამოცდა ვერ ჩააბარა.

„სრულიად ნათელია, რომ ძალიან კონკურენტული არჩევნებია, თუმცა ძალიან პირობითად შეიძლება ამას არჩევნები დავარქვათ. ასე ძლიერი ოპოზიციის კანდიდატი არასდროს არ ყოფილა, 1990 წლიდან მოყოლებული. ამ ვითარებაში გრიგოლ ვაშაძემ ძალიან ღირსეულად წარმართა თავისი კამპანია, ის იყო ძალიან კვალიფიციური. როგორი იქნება საბოლოო შედეგები ამას ვნახავთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, ვინ, სად, რამდენი ხმა მიიღო, სადაც შედარებით დაცული იყო უბნები, იქ როგორი ხმებია და სადაც იყო უამრავი პრობლემა იქ როგორი ხმებია. ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა გამოცდა, პრაქტიკულად მთელი საარჩევნო კამპანია იყო ძალიან ბინძური ხელისუფლების მხრიდან, ეს იყო ზიზღზე აგებული კამპანია და დამალული პრეზიდენტობის კანდიდატი კამპანია. სრულიად მკაფიოდ ვხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ ბიძინა ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია და ამის დამადასტურებელია ეს გამოღლეტილი, მითვისებული ხმები, რაც ამ არჩევნებში მან თავის კანდიდატს გამოუწერა.“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში საქართვლოს მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ აღიაროს არჩევნების შედეგები.

“ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის პოზიცია.  ჩემი დაკვირვებით, ვერავინ ვერავის ვერ განუსაზღვრავს პოლიტიკის დღის წესრიგს, პოლიტიკის დღის წესრიგს ჩემი მოლოდინით და შთაბეჭდილებით განსაზღვრავს გრიგოლ ვაშაძე და მის ირგვლივ დარაზმული პოლიტიკური ძალები. რესპუბლიკელები ვართ პარტნიორები და მხარს ვუჭერთ პოზიციას, რომელიც იმედი მაქვს იქნება ისეთი, რაც მას წინასაარჩევნოდ აქვს გამოცხადებული, რევოლუცია იწვევს ზიზღს, ეს არის გრიგოლ ვაშაძის სიტყვები. მე მაქვს განცდა და ჩემი პოლიტიკური გამოცდილებაც აქეთკენ მიბიძგებს, რომ გადაწყვეტილებები გრიგოლ ვაშაძის და ლიდერი, წამყვანი პოლიტიკური ფიგურების მიერ, ვინც მის საარჩევნო კამპანიასი ასე აქტიურად მონაწილეობს, იქნება ისეთი, რომელიც არ შეუშლის ხელს რესპუბლიკურ პარტიას მათთან თანამშრომლობაში.“-აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, "ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს მხარი ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს  - 45%-მა. "იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად კი, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58 %, მიიღო გრიგოლ ვაშაძემ კი კი 42 % .