ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, გადაცემა „კვირის აქცენტებში“ იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებმაც გვარამიას მისი გაკეთებული განცხადება შეახსენეს, იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოდან წავიდოდა:
„სად უნდა წავიდე, ახლა მოვდივარ. 900 ათასმა ადამიანმა თქვა, არ გვინდა ქორვაჭრების ქვეყანაო. სალომე ზურაბიშვილი კარტოფილის, ხახვის, ძველი ბიჭების პრეზიდენტია.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.