"საკუთარი კვლევის გაპროტესტება თავად "ნაცმოძრაობას" არ წაადგება" - ძაბირაძე

"ნაცმოძრაობისთვის" "ედისონ რიჩერსის" კვლევები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ისინი თვლიდნენ, რომ ეს რეალობასთან ახლოსაა, ახლა მათი მხრიდან ამ კვლევების გაპროტესტება თავად "ნაცმოძრაობას" არ წაადგება" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

"ასეთ შედეგს ველოდი, რადგან მეორე ტურის არჩევნების წინაც ვამბობდი, რომ "ნაციონალებს" საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ.

"მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიმარჯვეს, ძალიან კარგი შედეგი დადეს და თუ "ოცნება" არ გამოფხიზლდა, 2020 წლის საპრლამენტო არჩევნებისთვის მას შედეგი არ ექნება.

"რაც შეეხება "ოცნებას" მიუხედავად იმისა, რომ იგი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა, მეორე ტურის არჩევნებზე სწორედ ის ამომრჩეველი მივიდა, რომელიც პირველ ტურში არ მივიდა, მაგრამ "ოცნების" მხარდამჭერად რჩებოდა.

"როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, არჩევნების შემდეგ და აღიარებს თუ არა ოპოზიცა ამ შედეგებს, "ნაციონალური მოძრაობისთვის" "ედისონ რიჩერსის" კვლევები ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და ისინი თვლიდნენ რომ რეალობასთან ახლოს იყო; ახლა მათი მხრიდან  საკუთარი კვლევის გაპროტესტება თავად "ნაცმოძრაობას" არ წაადგება. 

"არ გამოვრიცხავ, რომ იქნება აქციები, მაგრამ არა დიდი მასშტაბის, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გაზაფხულისთვის აქციები არ დაიწყება, თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დადაგამს. მან იმედი და რწმენა უნდა გააჩინოს ხალხში რომ წინ მივდივართ. 

"თუ ისე გააგრძელებს, როგორც ბოლო ორი წელი მოქმედებდა, დიდი ალბათობით საპროტესტო ტალღა გაზაფხულზე აგორდება" - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.