გარისკავს თუ არა ოპოზიცია -

გარისკავს თუ არა ოპოზიცია - "დაუმორჩილებლობაზე ერთად ვიმსჯელებთ, სააკაშვილი ერთ-ერთია"

ნიკა მელია პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი ხვალიდან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესს აანონსებს და  აცხადებს, რომ ყველაფერი გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა მოილაპარაკოს.

„ამ კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. ყველაფერს გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტს ერთობლივად, კონსესუსის საფუძველზე. მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთია. ჩვენ გაერთიანებულ ოპოზიციაზე უბრალოდ კი არ ვსაუბრობდით. მოვითათბირებთ, რადგან გაერთიანებულ ოპოზიციაში ძალიან ბევრი სუბიექტია გაერთიანებული. დარწმუნებული ვარ, ერთ აზრზე ჩამოვყალიბდებით და აქ ორი და სამი პოზიცია არ იქნება. 

ფაქტია, რომ ოპოზიცია ბრძოლას ყველა შემთხვევაში გააგრძელებს, ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობით. არასოდეს არ გავსულვართ კონსტიტუციური ფარგლებიდან. იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. მაგრამ კრიმინალური ხელისუფლებისთვის ეს დათმობას და თავის დახრას არ ნიშნავს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.