ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს წევრ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ოფიციალურ შედეგებში არ ელოდება, რომ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზრდება ოპოზიციის პროცენტი, რაც მისი თქმით კარგი იქნება საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ხელისუფლებას ეყოლება ძლიერი ოპოზიცია.
“თქვენ ნახეთ, “რუსთავი2”-მა ძალიან პატისნად გამოაცხადა ამ კვლევის შედეგები, რომლითაც ველოდებით რომ ოპოზიციის პროცენტები მოიმატებს, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უძლიერესი ოპოზიცია ჰყავს ხელისუფლებას.
მოდით დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, მე ვერ გეტყვით, რომ გამარჯვება დაიდება, მაგრამ რომ შემცირდება გამარჯვებულის პროცენტი ამას უდავოდ გეტყვით იმიტომ, რომ ჩვენი შიდა კვლევებით ზუსტად ვიცით, რომ 5 საათიდან მივიდა ოპოზიციის ამომრჩეველი”– განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.