"ოპოზიცია თავისსავე ჩატარებულ კვლევებს უნდა ენდოს" - საყვარელიძე

რამდენიმე დღეში ცესკო საბოლოო შედეგებს დადებს, მანამდე კი ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა, "ედისონ რისერჩის" კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარდა, სალომე ზურაბიშვილს მხარი ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს - 45%-მა. ტელეუკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზისტპოლების თანახმად კი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58%-ი, გრიგოლ ვაშაძემ კი 42%-ი მიიღო.

პოლიტოლოგ რამაზ საყავრელიძის თქმით, ასეთი შედეგი განაპირობა საზოგადოების მობილიზებამ, რომელსაც არ უნდა წარსულში დაბრუნება.

"ნაციონალურმა მოძრაობამ ფაქტიურად წააგო და ეს ძირითადად განაპირობა იმ მუქარებმა და აგრესიამ, რომელიც ისმოდა სააკაშვილის მხრიდან, ამას ვიზავ, ამას წავართმევ.

სწორედ ეს გახდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი. მოსახლეობას გაუჩნდა მობილიზების სურვილი. რა თქმა უნდა, მობილიზებას სჭირდება ორგანიზება და ამაში თავისი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივმა მოძრაობებმა. ასევე ამ ეტაპზე "ოცნებაც" აქტიური აღმოჩნდა.

რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროცესები არ გამწვავდება. იტყვიან, რომ იყო ხარვეზები იყო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა ენდოს თავისივე დაკვეთითი ჩატარებულ კვლევებს.

ფაქტია, რომ ორივე კვლევით, რომელიც ჩაატარა როგორც "რუსთავი 2"-მა, ისე "იმედმა", გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილია"- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.