“ნიკუშ, რამე არ დაგრჩეს” – როგორ აცილებენ გვარამიას ქვეყნიდან

“ნიკუშ, რამე არ დაგრჩეს” – როგორ აცილებენ გვარამიას ქვეყნიდან

“ფეისბუქ” გამოეხმარებები ეგზიტპოლის შედეგებთან დაკავშირებით და შეკითხვა, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ნიკა გვარამიას მისამართით აქვს:

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია – “რომელზე გაქვს რეისი უნდა გაგაცილო”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, სოფო კილაძე: “გვარამია, როგორხაარ?”

ჟუნრალისტი დარეჯან მეფარიშვილი:

“რ2”: “სალომემ მოიგო!”

გვარამია ფიფრინავშია. გაბუნია ეთერში.

“ქართული ოცნების” წევრი გიორგი ყუფარაძე:  – “გვარამიამ ბარგი გაამზადოს! ძაან ცუდ ფერზე არაიან ნაცების კოორდინატორები”

მომღერალი თემურ თათარაშვილი: “გადავწყვიტეთ მომღერლებმა… გვარამიას ბილეთი ჩვენზეა…”

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე: “ნიკუშ, რამე არ დაგრჩეს”

რაც შეეხება თავად ადრესატს, ნიკა გვარამია არჩევნების წინასწარ შედეგებს ასე ეხმაურება:

“დიდებული, დიდებული

დასასრული მოიახლოვეთ მხოლოდ

ps “გამარჯვებული” კანდიდატი არჩევნების შემაჯამებელ ბრიფინგზეც კი არ გამოაჩინეს. იქაც ბიძინა გამოგვეცხადა”

“ეგზიტპოლის კროსტაბულაციით, ლეიბორისტების, გირჩის და უსუფაშვილის ამომრჩეველმა ზურაბიშვილს მისცეს ხმა. ევროპულმა საქართველომ – მთლიანად გრიგოლ ვაშაძეს.

ზემოხსენებული სამი პარტიის მიერ პირველ ტურში მიღებული ხმები ჯამში დაახლოვებით იმდენივეა, რამდენითაც იგებს ჯერჯერობით ზურაბიშვილი.

ყოჩაღ სამივე პარტიას. გილოცავთ ქოცობას. მოღალატე სალომე თქვენი პრეზიდენტია. პრაქტიკულად, თქვენი ღალატის და ბიძინას ფულების კომბინაციამ გადაწყვიტა პრეზიდენტად ქვეყნის მოღალატის არჩევა. კარგია, გამოჩნდა აბანოში თეთრი და შავი ტრაკი”, – წერს გვარამია “ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოდან წასვლა დაანონსა.

“არ მაქვს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ცხოვრების სურვილი, რადგან საქართველო რუსეთის პროვინცია იქნება და მირჩევნია, სხვაგან ავაშენო ჩემი და ჩემი შვილების მომავალი,- განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში „კვირის აქცენტები“.

ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს კი 42% აქვს.

დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

“რუსთავი 2”- ის დაკვეთით კომპანია “ედისონ რისერჩი”-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი  შედეგების მონაცემებით, საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის მიცემული ხმები ასე განაწილდა.

სალომე ზურაბიშვილი – 55%

გრიგოლ ვაშაძე – 45%

ეგზიტპოლები “რუსთავი2”-ის დაკვეთით ჩატარდა.