საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მხარდამჭერებთან ერთად, პირველ რიგში, მოქმედებას იწყებენ საარჩევნო უბნებზე, ხოლო შემდეგ – ქუჩაში.
„ხვალინდელი დღიდან ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი მაინც იქნება. ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას, რომელიც საქართველოს დაეპატრონა. ხვალინდელი დღიდან ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.