როგორც "ედისონ რისერჩის" აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ეს მისი რიგით მეხუთე ეგზიტპოლია საქართველოში და ცდომილება სამ პროცენტს შეადგენს. დაახლოებით, 50% დათანხმდა ინტერვიუს იმ მოქალაქეებიდან, რომლებსაც გამოკითხვისთვის კომპანიიის წარმომადგენლებმა მიმართეს. ინტერვიუები ჩატარდა 115 საარჩევნო უბანზე.
ამ დროსითვის გამოქვეყნებული ეგზიტპოლები, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, 5 საათის მონაცემებს ასახავს, თუმცა, სურათი არ შეიცვლება და უკვე შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილია.
„კიდევ სამი საათია ხმის მიცემის, რომელსაც ვითვლით. საუბარია 10%-იან სხვაობაზე – 55% სალომე ზურაბიშვილს და 45% გრიგოლ ვაშაძეს. ეს არის წინასწარი შედეგები, შეიძლება ისინი შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი მონაცემებით, გამარჯვებული ამ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილია,“ – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.