,,სალომე ზურაბიშვილი 1 მილიონი ხმა (58%), გრიშა ვაშაძე 750 ათასი ხმა (42%)

,,სალომე ზურაბიშვილი 1 მილიონი ხმა (58%), გრიშა ვაშაძე 750 ათასი ხმა (42%)"

სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოქვეყნა , სადაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით წერს:

,,მეგობრებო, და მხოლოდ... (სხვებს ვურჩევ, არ წაიკითხონ ეს პოსტი ნერვიული აშლილობის, ფსიქიკური მდგრადობის შენარჩუნების მიზნით. მაინც გიფრთხილდებით, თქვენც ხომ ჩვენი მოქალაქენი ხართ)

ცესკოს მიერ 17.00 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად შეიძლება დავასკვნათ შემდეგი:

1. ვინაიდან, ვაშაძეს ელექტორალური პოტენციალი ვერ აღემატება 750 ათას ხმას...

2. ვინაიდან, ოცნების და ანტინაცების ხმების რაოდენობა აღემატება 1 მილიონ ხმას.

საბოლოო შედეგი იქნება შემდეგი:

3.სალომე ზურაბიშვილი 1 მილიონო ხმა (58%), გრიშა ვაშაძე 750 ათასი ხმა (42%).

ამასთან ერთად, თუ აქტივობამ გადააჭარბა 1 800 ათასს ხმას, სალომეს უპირატესობა მხოლოდ გაიზრდება. რა თქმა უნდა აქაც უნდა გავითვალისწინოთ ცდომილება, ეს ხომ მხოლოდ ინტუიციაზე და ზოგადი ტენდენციების ცოდნაზე დამყარებული მსჯელობაა..

ძალიან მაინტერესებს რას გამოაქვეყნებს Edisson research? ", - წერს გორგილაძე.