"ნაცმოძრაობა" მზად არის გასაგლეჯად გაიმეტოს ქვეყანა" - ერეკლე საღლიანი

"გრიგოლ ვაშაძესთან სადავო არაფერი მაქვს, მაგრამ პოლიტიკური ძალა, რომელიც მის ზურგს უკან დგას, გაანადგურა საქართველო", - ამის შესახებ განცხადებას პოეტი ერეკლე საღლიანი¬ აკეთებას.

ერეკლე საღლიანის თქმით, მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, "ქვეყანა უკან წავა".

"ქვეყანა უკან წავა. გავიხსენოთ "კავკასიური ცარცის წრე", ბრეხტის დიდებული ნაწარმოები, რომელშიც ძიძა და დედა დაობენ ბავშვზე. დედამ თავის დროზე ბავშვი მიატოვა და ის ძიძამ გაზარდა, მაგრამ როდესაც ბავშვი უკვე ხდება მემკვიდრე წინაპრებისგან დარჩენილი მემკვიდრეობისა, დედამაც წამოაყენა პრეტენზია, მემკვიდრის დედა მე ვარო. მოსამართლე აზდაკმა ერთ მხარეზე დედა დააყენა, მეორეზე - ძიძა, რომელიც თავისკენ გადმოსწევს, ბავშვიც იმისი იქნებაო. ჭიდილის დროს ძიძა ბავშვს ხელს უშვებს. რატომ გაუშვი ხელიო, აზდაკი ეკითხება, გასაგლეჯად ხომ არ გავიმეტებდიო,¬ პასუხობს ძიძა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სექტა ყოველთვის იმით სარგებლობს, რომ მეორე მხარე ბავშვს ხელს გაუშვებს, ეს ბავშვი კი საქართველოა. მზად არიან გასაგლეჯად გაიმეტონ ქვეყანა, ოღონდ სასწორი თავისკენ გადახარონ. "ნაცმოძრაობა"¬ დღეს ასე რომ არის მოძლიერებული, ეს პირდაპირ "ქართული ოცნების" კისერზეა. დასაწყისში გასაგები იყო ჩემთვის, რატომ წავიდნენ ამ კომპრომისზე, რომ ქვეყანა არ არეულიყო, მაგრამ მერე უკვე გაუტკბათ კოაბიტაცია", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ერეკლე საღლიანი.