„ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლებს მიშა რომ სდომებოდა, წავიდოდნენ და 5-იანს შემოხაზავდნენ, – ამის შესახებ “ტაბულას” ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვებისთვის სჭირდებოდა 180 ათასი ამომრჩეველი, რომელმაც „ევროპულ საქართველოს“ მისცა ხმა. „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლებისთვის მეორე არჩევანი კი გრიგოლ ვაშაძე იყო, მაგრამ ამ ხალხს რომ მიშა სდომებოდა, წავიდოდნენ და 5-იანს შემოხაზავდნენ. არ ვიცი, რას იზამს ეს ამომრჩეველი. მე წავალ და ხუთიანს შემოვხაზავ, რადგან კონცენტრირებულ სიბინძურეს დაბალანსებული და გადანაწილებული სიბინძურე მირჩევნია, მაგრამ კამპანია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმართა, ჩემში არანაირ ენთუზიამზს არ იწვევს, რომ ნაციონალურ სოციალიზმს დავუჭირო მხარი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგი კამპანია არ ჰქონდა, რადგან მიშა ვერ ჩამოხსნეს ეთერიდან, ყოველ საღამოს ეთერში იყო და ისევ ისეთივე აგრესიული, პოპულისტური, ნაციონალურ სოციალისტური რიტორიკა გვესმოდა”, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.