“გრეგორა ვაშაძეღა მაკლია ახლა მაკონტროლებლად” – რატომ ურეკავენ ირაკლი კუპრაძეს ვაშაძის საარჩევნო შტაბიდან

“გრეგორა ვაშაძეღა მაკლია ახლა მაკონტროლებლად” – რატომ ურეკავენ ირაკლი კუპრაძეს ვაშაძის საარჩევნო შტაბიდან

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბიდან კონკრეტული პიროვნების დავალებით ურეკავენ.

 “მეორეჯერ მირეკავენ ტელეფონზე გაერთიანებული ოპოზიციიდან, ვინმე ელდარ ანთაძის დავალებით და მეკითხებიან ჯერ რატომ არ ვიყავი არჩევნებზე. ელდარ ანთაძის სიაში ხართ და შესაბამისად გელოდებითო, ჰოდა არ მაგინებინოთ თავი, ვინც მე მაგ სიაში ჩამწერა.

გრეგორა ვაშაძეღა მაკლია ახლა მაკონტროლებლად.

+995555912915

+995571090442″ – წერს კუპრაძე, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: ” არცერთ არჩევნებზე და არასდროს ნაცმოძრაობისთვის და არც მასთან ახლოს მდგომი პარტიისთვის ხმა არ მიმიცია.

ცოდვას ვაღიარებ, რესპუბლიკელებისთვის მაქვს მიცემული ხმა 2016 წელს.”

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეები დღეს რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს. მოქალაქეებს საარჩევნო ბიულეტენში პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების სახელი და გვარი დახვდება – #5 გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და #48 სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს.

პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს და ერთი ხმაც გადამწყვეტია.