ცოტა არ იყოს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა, - აცხადებს ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ხმის მისაცემად მთაწმინდაზე იმყოფებოდა:
„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და სტაბილურ ხვალინდელ დღეს. ცოტა არ იყოს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. გაიჭიმა ეს ყველაფერი დროში და მოგვენატრა რეალური, ყოველდღიური მუშაობა. ხვალიდან ამასაც შევუდგებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.