"ჩემი ხმა ქვეყნის მომავალს, არა ქვეყნის მოღალატე ზურაბიშვილს"

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. 

მაჩალიკაშვილმა ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მისცა. 

"მე მივეცი ჩემი ხმა ქვეყნის მომავალს. არა კრიმინალურ ბანდას, არა ქვეყნის მოღალატე ზურაბიშვილს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩემს საქმესთან დაკავშირებით, ის მთავრობა მოვა, მე მომიწევს ბრძოლა, მე ისიც ვიცი, იმ მთავრობაშიც მომიწევს ბრძოლა. მე ერთი წელიწადია ვიბრძვი, მთელ სახელწიფოს წინააღმდეგ ვიბრძვი ერთი ადამიანი. მთელი სახელმწიფო მებრძვის იმისთვის, რომ არ გაშუქდეს, არ გაჟღერდეს ამათ მიერ ჩადენილი სახელმწიფო დანაშაული. მე ამას გავაკეთებ, ამას მივაღწევ. ეს ამათ უნდათ თუ არ უნდათ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ის მთავრობა მოვა, თუ ეს მთავრობა დარჩება, ვინც წამოვიდა ჩემს წინააღმდეგ, მას საკადრის პასუხს გავცემ ყოველთვის. რაც შეეხება ხმას, მე ის ქვეყნის ნამდვილ მომავალს მივეცი, გაერთიანებულ ოპოზიციას,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრედ, 10 იანვრის დილას საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდნენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ეჭვქვეშ აყენებდნენ უფლებადამცველები.