საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევს. ამის შესახებ გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
"მივდივარ არჩევნებზე და შემოვხაზავ ხუთიანს იმიტომ, რომ: მიმაჩნია, ერთი განსხვავებული ძალის პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ მამხილებელი ფუნქცია აქვს დარჩენილი, ქვეყნისთვის უკეთესია, ვიდრე 100 პროცენტიანი ხიხოკრატია!
რადგან ხელისუფლება მეტს აკეთებს ხალხის სასიკეთოდ, როცა კონკურენტის მეტი შიში აქვს და ფეხზე ჰკიდია მოსახლეობა, როცა საჭესთან მარტოა.
მესამე ძალის გამოკრისტალებას პლურალიზმი და კონკურენცია მეტად შეუწყობს ხელს, ვიდრე ხიხოს თურქმენისტანი.
რადგან ფრთოსანი ანგელოზიც რომ იყოს სახელისუფლებო კანდიდატი, თუ პიროვნების თვისებებზე წავა ლაპარაკი, უკონკურენტო ძალაუფლება მასაც კი გახრწნის!
და ბოლოს, სწორედ მონები ქმნიან ტირანებს. სწორედ ეს ერთპარტიულობა რყვნის ხელისუფლებებს და დროა, ეს გავიგოთ“, - წერს გამსახურდია.