ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ცნობა ფრონტის ხაზიდან - „ოცნებამ“ დაიქირავა „ნაცმოს“ ქვეითი არმია „ნაცმოს“ წინააღმდეგ. თუმცა ჯერ ვერ მოახერხა მეზარბაზნეების და კავალერიის გადაბირება. ასე რომ, პოზიციური ბრძოლები გრძელდება“, წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს, საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მეორე ტურში უწევს. ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს და ერთი ხმაც გადამწყვეტია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს. 28 ნოემბერი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში უქმე დღეა.