მეუფე პეტრე მარტვილის საარჩევნო უბანზე, ხმის მისაცემად, “რუსთავი 2”-თან ერთად მივიდა (ვიდეო)

მეუფე პეტრე მარტვილის საარჩევნო უბანზე, ხმის მისაცემად, “რუსთავი 2”-თან ერთად მივიდა (ვიდეო)

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მარტვილის N2 საარჩევნო უბანზე, ხმის მისაცემად, „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა და კომენტარი მხოლოდ აღნიშნულ ტელეკომპანიასთან გააკეთა, „კვირას“ გადამღებ ჯგუფთან საუბარს კი თავი აარიდა.

„ხმა მივეცი არჩევანს, რომლის თანახმადაც, შეიძლება, ჩაისახოს ახალი საქართველო“, – განაცხადა მეუფემ.

იმაზე, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა, მიტროპოლიტს განმარტება არ გაუკეთებია.