საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიურობიკენ მოუწოდებს, სააკაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ყველა დაუკავშირდეს თავის ახლობლებს და ორგანიზებულად და მშვიდად მივიდნენ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად:
„იმ პირობებში, როცა ივანიშვილი ცდილობს მოღალატე ქალის გაყვანას და ორგანიზებულად მოყავთ ხალხი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ორგანიზებულად, მშვიდად წავიდეთ საარჩევნო უბნებთან. გადავურეკოთ ჩვენ ახლობლებს და მეგობრებს, დაველაპარაკოთ მეზობლებს და ყველა წავიყვანოთ არჩევნებზე. მე დარწმუნებული ვარ რომ დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც ივანიშვილს ორგანიზებულად მიყავს არჩევნებზე, ხმას აძლევს ცვლილებას, გია ვაშაძეს , საქართველოს გადარჩენას და მოღალატე ქალის წინააღმდეგ. მაგალითად მე მაქვს მონაცემები ერთი გადასატანი ყუთის ბათუმის, სადაც 28 ბიულეტენიდან 25 არის ხმა მიცემული ერთიანი ოპოზიციის კანდიდატისთვის. ეს ნიშანდობლივია, გადასატანი ყუთი სპეციფიკური რაღაცაა, თუმცა პირველ ტურზეც, პირველი ნიშანი იმისა, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა მოვიდა სწორედ გადასატანი ყუთებიდან,"-განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა კიდევე ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ ნუ შეეშინდებათ და დააფიქსირონ თავისი არჩევანი თავისუფლად:
„გვახსოვდეს და ყველს ვუთხრათ, რომ საარჩევნო ყუთთან ვრჩებით მარტო, ვერავინ ჩვენ ნებას ვერ გაკომტროლებს, ივანიშვილის მმართველობა სრულდება და ვერაფერს ვერ იზამს."- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ფეისბუკმომხმარებლებს მოუწოდა რომ მაქსდიმალურად გააზიარონ ეს ვიდეო , დაუკავშირდნენ ყველა ახლობელს და ოგანიზებულად და მშვიდად წავიდნენ არჩევნებზე.
„არჩევნებისკენ ჰერი-ჰერი საარჩევნო უბნებთან, საქართველო გაიმარჯვებს"- აღნიშნა სააკაშვილმა.