დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
"ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ჩემი არჩევანია მშვიდობიანი, ერთიანი, დაწყნარებული და ღიმილიანი საქართველო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ხმის მისაცემად შვილებთან ერთად იმყოფებოდა.