"ჩვენ მივეცით ხმა საქართველოს მთლიანობას" - პატრიარქი

„გილოცავთ ისტორიულ დღეს. ჩვენ მივეცით ხმა საქართველოს მთლიანობას. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ"- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არჩევნებზე, საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.