პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. მათ საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს. ყოფილი პრემიერ მინისტრი მეუღლესთან და ბერა ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
"ის წლები კარგად გახსოვთ თქვენ. მათი ხელწერა კარგად ვიცით და კარგად იგრძნობა. ალბათ, თქვენც ხედავთ. საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ ძალადობას. მცდელობები იქნება ექსცესების. ვიცი ხელწერაა, კარგად იცით. "რუსთავი 2" ამის მონაწილე იქნება, სამწუხაროდ. "ქართული ოცნება" სიცრუეს ღირსეულად პასუხობს. უცხოელები გაოგნებულები არიან იმ სიცრუის ნაკადით რაც მოდის "რუსთავი 2"-დან. 0-დან 9 შემთხვევაში, "რუსთავი 2"-ზე გაჟღერებული როგორც წესი, სიცრუეა.
დღევანდელი არჩევნები ობიექტურად შეფასდება. ჩვენ ვართ განათლებული, ღირსეული და კულტურული ერი", - განაცხადა ივანიშვილმა.