“რუსთავი 2”-ს მინდა ვთხოვო, ნუ ქმნიან აგრესიულ ფონს, არ არის აგრესიული ფონი – ირაკლი კობახიძე

“რუსთავი 2”-ს მინდა ვთხოვო, ნუ ქმნიან აგრესიულ ფონს, არ არის აგრესიული ფონი – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

“საზოგადოებას არ გაუჭირდება დღეს არჩევანის გაკეთება. პირველ ტურში დაბალმა აქტიურობამ განაპირობა ის, რომ ამ ძალამ დადო ის შედეგი რაც დადო. “რუსთავი 2″-ს მინდა ვთხოვო, ნუ ქმნიან აგრესიულ ფონს. არ არის აგრესიული ფონი. მივცეთ ხალხს საშუალება, მშვიდ გარემოში დააფიქსირონ არჩევანი. ყველას მოგიწოდებთ, გამოავლინოთ მაღალი პასუხისმგებლობა. არის გარკვეული დარღევევბი. მთლიანობაში არჩევნები ჯანსაღ გარემოში წარიმართება”, – განაცხადა კობახიძემ.