თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
“ხმა მივეცი ძალადობის წინააღმდეგ. დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა გვჭირდება. კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ საქართველო”, – განაცხადა კალაძემ.