ტელეკომპანია “პირველის” “საქმის კურსის” ჟურნალისტს თათია ჩაფიჩაძეს სახეში ჩაარტყეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “პირველის” წამყვანები ლევან ჩხაიძე და დიანა ტრაპაიძე ავრცელებენ. თათია ჩაფიჩაძე გლდანში პირდაპირი ეთერის ჩართვას ცდილობდა, მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად, თუმცა, ჟურნალისტების ინფორმაციით, მას ამის საშუალება არ მიეცა. მათივე ცნობით, გლდანში სამარშუტო ტაქსების საშუალებით ხდება ამომრჩევლის მობილიზება, რომლის გადაღებასაც ჟურნალისტი ცდილობდა. ამ დროისთვის თათია ჩაფიჩაძეს ადგილზე პოლიცია ჰყავს გამოძახებული.