"არ გცოდნიათ გადაღება" – ბოლო სელფი პრეზიდენტთან

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პრეზიდენტ მარგველაშვილთან გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა კომენტარი და გამოქვეყნა ე.წ. "სელფი", რომელიც თავად პრეზიდენტმა ტელეწამყვანთან ერთად გადაიღო.

"გამიხარდა, რომ მეორე ტურის წინ მისი ბოლო ინტერვიუ ტვ – ,,პირველთან” შედგა. ხვალ, საღამოს კი, ერთად გავიგებთ, ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი", – დაწერა გრიგოლიამ.

ფოტოგრაფირების პროცესში, ტელეწამყვანმა თავად პრეზიდენტს სთხოვა სმარტფონით გადაღება და იქვე ჩვეული პირდაპირობით უთხრა: "არ გცოდნიათ, თქვენ გადაღება".