დავით და ლევან ბერძენიშვილები პოლიტიკური გვამები არიან! - ინაშვილი

დავით და ლევან ბერძენიშვილები პოლიტიკური გვამები არიან! - ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ დავით და ლევან ბერძენიშვილები, იგივე ძმები "სტუკაჩოვები" არიან პოლიტიკური გვამები!

„ისისნი გახრწნა ჯერ საბჭოთა "კაგებესადმი" ერთგულებამ და ბოლოს, ჩარეცხა საგარეჯოს არჩევნების გაყალბებამ - ჯარისკაცების ხმების მოპარვამ! ახლა რესპუბლიკური პარტიის სამარიდან წამომდგარი ეს პოლიტიკური გვამები უმწეოდ იმეორებენ: „ინაშვილი, ინაშვილმა, ინაშვილს, ინაშვილით“...

ისე, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში დავით ბერძენიშვილის კაბინეტი მაინც და მაინც მე შემხვდა. ესეც ბედის ირონიაა "სტუკაჩოვისთვის". პოლიტიკური გვამები უფრო ვრცელ კომენტარს არ იმსახურებენ!“ - წერს ინაშვილი.