ოქრუაშვილი:

ოქრუაშვილი: "დღეს სააკაშვილი საფრთხე კი არა, საფრთხობელაა"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილმა თქმით, საზოგადოების მუდივი დაშინება, რომ მე თუ არ ამირჩევთ სააკაშვილი ჩამოვა, ივანიშვილის ინტერესებში შედის. მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სააკაშვილს სამართლებრივად პუსუხი ეგო იმ პრეტენზიებზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.

„სააკაშვილმა პოლიტიკური სილა და ალიყური მიიღო საზოგადოებისგან იმის გამო, რასაც აკეთებდა. სააკაშვილი მაშინ საფრთხე იყო და დღესაც მიმაჩნია, რომ მაშინ საფრთხე იყო. დღეს სააკაშვილი არა საფრთხე, არამედ საფრთხობელაა, რომელიც შექმნილია ივანიშვილის მიერ. ივანიშვილს ქვა ქვაზე არ დაუდია იმისთვის, რომ სააკაშვილს პასუხი ეგო იმ ყველაფერზე. ივანიშვილს აწყობდა სააკაშვილი გარეთ ყოფილიყო და ამ ფორმატით ყოფილიყო, მე თუ არ მომცემთ ხმას, სააკაშვილი ჩამოვა. ეს ვეღარ გაგრძელდება, ეს ხალხმა ერთხელ უკვე გაიგო, რომ ტყუილია. სააკაშვილი თუ დაბრუნდება, პროკურატურა ივანიშვილისაა, პოლიცია ივანიშვილისაა, სასამართლო ივანიშვილისაა, პარლამენტი ივანიშვილისაა და ერთი გრიგოლ ვაშაძე რას იზამს?“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.